ამ დღეების განმავლობაში ამერიკელთა განსაკითრებული ყურადღება მიპყრობილია მომღერალ ბიონსესკენ,
რომელიც ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის გახსნის ცერემონიალზე იმღერებს,შესვენების დროს,ეს საკმაოდ
საპასუხისმგებლო მისიაა,შეგახსენებთ,რომ შარშან 15 წუთიანი გრანდიოზული შოუ წარმოადგინა
პოპდედოფალმა მადონამ,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა
სწორედ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გაიმართა ბიონსეს პრესკონფერენცია,სადაც მომღერალი
გამოტყდა,რომ ძალიან ნერვიულობს ამ საპატიო მისიის წინ,მან აღნიშნა,რომ ძალიან ბევრი იმუშავა და
აუცილებლად ცოცხლად იმღერებს,რადგან ის სიმღერისთვისაა შექმნილი
ცოცხლად სიმღერას შემთხვევით არ გაუსვა ხაზი,მან ჟურნალისტების წინაშე აღიარა,რომ ინაუგურაციის
ცერემონიალზე ფონოგრამით იმღერა,თავი კი იმით იმართლა,რომ დრო არ ქონდა ორკესტრთან ერთად რეპეტიციისა,
თან ამინდის გამო არ გარისკა,რადგან ეს ყოველივე მისთვის ძალიან საპასუხიმსგებლო იყო
იმის დასამტკიცებლად,რომ ის მართლა კარგადაა მომზადებული და ეროვნულ ჰიმნს ცოცხლად შეასრულებს
მან შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე იმღერა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა