ექიმი: — რას ვიზამთ, ძვირფასო, ერთი ფილტვი უნდა ამოგკვეთოთ. პაციენტი: — რას ამბობთ, ექიმო, ფოლტვები ყოველთვის წესრიგში მქონდა. ექიმი: — ფილტვები ახლაც წესრიგში გაქვთ, მაგრამ... ღვიძლი ვეღარ ეტევა...
კაცი თავის მეოთხე ცოლს ასაფლავებს, ეკითხებიან: — პირველი ცოლი რით დაიღუპა? — სოკოთი მოიწამლა. — მეორე? — სოკოთი მოიწამლა. — მესამე? — ისიც. — ბოლო? — ტვინის შერყევით… სოკოს ჭამა არ უნდოდა.
— საჭმელი რა გვაქვს? — ლობიო. — დესერტად? — აქტივიზირებული ნახშირი.
გვიან საღამოთი მაგრად დაღლილი და დატანჯული ქმარი დაბრუნდა სახლში და ცოლს ეცა: — მშობელთა კრებაზე, რომ გამიშვი არ უნდა გეთქვა ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს?!
მასწავლებელი ეჩხუბება მოსწავლეს: — სიმართლე მითხარი, ვინ დაწერა შენი საშინაო დავალება? — არ ვიცი, ადრე დავწექი დასაძინებლად.
შვილიშვილი სოფელში ჩამოვიდა ბაბუასთნ. მთელი დღეები უქმადაა, ბუზებს ყლაპავს. ბოლოს ბაბუა ეუბნება – აიღე თოფი, წაიყვანე ძაღლები და წადი სანადიროდ. – წავიდა შვილიშვილი სანადიროდ.ერთ საათში ბრუნდება აღზგნებული და ბაბუას ეუბნება: – ბაბუ, ძაღლები არა გყავს კიდე?
მონადირეები თვიანთ ცოლებზე ლაპარაკობენ: – ჩემი ცოლი არჩვსა ჰგავს, - თქვა ერთმა- ტანადია, ლამაზი, ნაზი და დიდრონი, წყლიანი თვალები აქვს. – ჩემი კი ცბიერია, თანაც სწრაფი და მოქნილი, როგორც მელაკუდა. – მე რაღ გითხრათ? - წაილუღლუღა მესამემ- ჩემი ცოლი გარეგნულად ადამიანს ჰგავს
– თქვენმა ძაღლმა ჩემი სიდედრი დაკბინა – ალბათ გნებავთ რომ ჯარიმა გადავიხადო? – როგორ დეკადრებათ.თქვენი ძაღლი მინდა ვიყიდო.
– რა გატირებს, პატარავ? – დედიკომ უთხრა მამას სპილო ხარო, მამამ დედას ბატი ხარო! – მერე რა გატირებს? – ვერ გავიდე, მე ვინა ვარ !?
მანქანა წითელზე კვეთს გზაჯვარედინს. პოლიციელი მანქანას აჩერებს. მძღოლი ფანჯარას წევს და ეკითხება – რამდენი დამიჯდება? 80 ევრო- პასუხობს პოლიციელი კაი ჩაჯექი – ეუბნება მძღოლი
|