ბრიტანეთში 21-ს მიენიჭა რვა გზის პლატინის სტატუსი (2.4 მილიონი გაყიდული დისკისათვის).[4]ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში (აშშ) დისკი ასევე #1 პოზიციაზე მოხვდა, გაიყიდა რა გამოცემიდან პირველი კვირის მანძილზე 352.000 ასლის ოდენობით.[5][7] ჩარტებში წარმატება განმეორდა 17 ევროპულ ქვეყანაში და შტატებში. [8]
BRIT Awards-ის 2011 წლის ცერემონიაზე სიმღერის „Someone Like You" შესრულებამ აღნიშნული სინგლი მოახვედრა ბრიტანული #1 სინგლების სიაში. პარალელურად ალბომი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „Someone Like You" ამ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა.[9][10] ჩარტების ოფიციალური კომპანიის განცხადებით, ადელი არის პირველი ცოცხალი პიროვნება, რომელმაც სინგლების ოფიციალურ ჩარტში მიიღო ორი ჩანაწერი, მოხვედრილი საუკეთესო ხუთეულში და ალბომების ჩარტშიც იგივე წარმატება გაიმეორა. მსგავსი შემთხვევა, ჩარტში რამდენიმე ალბომის სახით მანამდე მხოლოდ ბითლზის ისტორიაში დაფიქსირდა,
1964 წელს. 21 საერთო ჯამში ბრიტანულ ჩარტში 11 კვირის მანძილზე იმყოფებოდა - ამ ქვეყნის ჩარტში შემსრულებელი ქალისათვის ეს იყო ნამდვილი რეკორდი, ვინაიდან მანამდე მხოლოდ მადონას ერგო მსგავსი წარმატება და მხოლოდ ცხრაკვირიანი პერიოდის ოდენობით - 1990 წელს, კრებულით The Immaculate Collection.აშშ-ში ალბომმა ’ბილბორდის’ სიაში დღეისათვის სულ 9 კვირა გაატარა. ალბომმა ასევე დაამყარა რეკორდი ბრიტანეთში ციფრული ჩამონატვირთების რაოდენობის მხრივ. 2011 წლის მაისისათვის მომღერლის შემოსავალი შეადგენდა 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს. 30 წლამდე ბრიტანელი და ირლანდიელი შემსრულებლების სიაში იგი მოხვდა ლილი ალენისა და დაფის გვერდით, #9 ადგილზე.