კატალონიის "ბარსელონას” 21 წლის გარემარბი ისააკ კუენკა კარიერას
ამსტერდამის "აიაქსში” განაგრძობს. ჰოლანდიური გრანდის ოფიციალური საიტის
ცნობით, ესპანელი ამსტერდამში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს.
მოგეხსენებათ, მუხლის მძიმე ტრავმის გამო, კუენკა ნახევარი წელიწადი
უქმობდა. აქიდან გამომდინარე, ესპანელს მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი
ჩაუტარებია.
ცნობისათვის, კუენკას "ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 2011 წელს
ჰქონდა. "ბლაუგრანას” მაისურით, ახალგაზრდა შემტევმა 30 მატჩი ჩაატარა და 4
გოლით გამოირჩა (პირველ გუნდში).