კვდებოდა. ადრე იგრძნო თითქოს რაღაც, მაგრამ არ დაუჯერეს, რა სისულელეებს ლაპარაკობს და რა დროს ეგ არისო. ჩვეულებრივად ექცეოდნენ,გულსაც სტკენდნენ… რა იცოდნენ თუ მალე…აღარ იქნებოდა. არ იცოდნენ,რომ უგონოდ მოენატრებოდათ, საშინლად დასჭირდებოდათ, არაცრემლებით იტირებდნენ, გაიხსენებდნენ, გული ამოევსებოდათ ტკივილისგან.
ერთ დღესაც ადამიანმა ჩვეულებრივად გაიღვიძა, ისევ გაიხედა ფანჯარაში, ისევ გადაიწერა პირჯვარი, გააყოლა თვალი თავის მოყვარულ ხეს და ლამპიონებით მოჭედილ ქუჩას. ისევ ის ტანისამოსი ჩაიცვა რომელიც უყვარდა. ისევ ის ჩაი დალია,რომელიც სიამოვნებდა და ისევ ისე იქცეოდა,როგორც ადრე… მაგრამ თითქოს არასიცოცხლის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. სიცივის სუნი და თან უკიდურესობისა. აივნის კარი გააღო, ქარი მძაფრად ატრიალდა, თითქოს სიკვდილის სუნის გაქრობას ცდილობდა, ფარდა აქეთ–იქით გაიწეწა… ძლიერად მოხურა აივნის კარები და ოთახში გავიდა. მისდაგასაოცრად არავინ იყო. ის თავისთვის უსმენდა დაბალ ხმაზე მუსიკას, თან კვლავ აწუხებდა სიკვდილის სუნი.
ბევრჯელ სცადა ფანჯრის გაღება, მაგრამ – ვერა… ალბათ მისი სული ეჯიბრებოდა სიკვდილს და ძალა ეცლებოდა. ალბათ უახლოვდებოდა სიშავეს, როგორც დიდ მღვიმეს. ნელა, ნაზად ეხებოდა სიშავისგან გაწითლებულ ფურცლებს, რომელსაც კვლავ ასდიოდა დედამისის კალმის სუნი. შემდეგ მზემ შეაწუხა მისი თვალები და აშკარად არ ესიამოვნა…არადა მზე უყვარდა – ხოლმე !
დროს ვერ გრძნობა და უხაროდა.სუნს გრძნობდა და ათრობდა.ტკივილს ძლევდა და უყუჩებდა დაძლევა.არაფერი არ იყო კარგად..
გავიდა დრო და გაიზარდა. არა ეს ადამიანი, არამედ სიკვდილი.
საბოლოოდ ადამიანი მიხვდა,რომ უყვარდა… უყვარდა და მთელი თავისი სიძლიერით ჩაიკრა გულში, არ უშვებდა.. თითქოს ეცილებოდნენ ან თუნდაც უბრალოდ სჭირდებოდა. ხელებში ვერ ეტეოდა, გულში – კი.
დღეს უკვე იცოდა,რომ მისი ძალა და ჩახუტება ატრიალებდა მთელ დედამიწას.
დღეს უკვე იცოდა, თუ რა იყო სითბო და ბოროტება.
დღეს უკვე იცოდა რა ფერი იყო გამჭვირვალე მინა.
დღეს უკვე იცოდა, თუ რა მოელოდა ამის მერე.
დღეს უკვე იცოდა,რომ მალე დღე უნდა დასრულებულიყო.
დღეს უკვე იცოდა,რომ არ უნდოდა წასვლა.