29 წლის ავსტრალიელი ტანმოვარჯიშე, ემილი სკოტი ადამიანების იმ კატეგორიას
მიეკუთვნება, რომელთაც ხელიდან ყველაფერი გამოსდით და მრავალმხრივი ნიჭით
არიან დაჯილდოვებულნი. ემილი ამჟამად იმდენი საქმიანობით არის დაკავებული –
თავგზა აებნევა კაცს...
შარშან ზაფხულში დასრულებული ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების
შემდეგ, ემილი სკოტი ოფიციალურად წავიდა დიდი სპორტიდან. თუმცა, ამის
შემდეგ მოდელისა და დიჯეის კარიერა წამოიწყო და ეს საქმეებიც საკმაოდ
კარგად გამოუვიდა.
ამ ყველაფერთან ერთად, ემილი სკოტი სპორტის ერთობ სახიფათო სახეობით –
ვინდსერფინგითაც არის დაინტერესებული. ეს კოხტა ავსტრალიელი ქალი ბოლო დროს
ჟურნალ "ფლეიბოისთანაც" აქტიურად თანამშრომლობს და საკუთარი სხეულის
შუქ-ჩრდილებსაც არ ტოვებს გამომზეურების გარეშე. აქტიური ცხოვრებაც ამას
ქვია!