ხანდაზმული წყვილი თვითმფრინავით კურორტზე მიფრინავს, რათა იქ აღნიშნოს ერთად ცხოვრების 50 წლისთავი. ბორტგამცილებელი ეუბნება: – 50 წელი ერთად! ნეტავ, როგორია? – როგორც 5 წუთი... – პასუხობს ცოლი. – როგორც 5 წუთი! – აღფრთოვანებულია ბორტგამცილებელი. – ოღონდ წყლის ქვეშ აკვალანგის გარეშე, – პასუხობს ქმარი.
გზაზე მიხო ცხვარს მიათრევს, რომელიც უძალიანდება და არ მიჰყვება. გზად მიტუა შეხვდება. – ჯოუ, სად მიათრევ ე მაგ ცხვარსა? – ეკითხება მიტუა. – ეს ცხვარი კი არა, ქრთამია, – პასუხობს მიხო, – ცხვარი სკოლაში ზის.
ქუჩაში მიმავალ გოგონას ჭიჭიკია მიაძახებს: – გოგონი, სად იშოვეთ ასეთი თხელი და დაგრეხილი წინდა? გოგონა მოუბრუნდება და პასუხობს: – საჩუქრების მაღაზიაში!!! – სიფათი ხურდაში დაგიბრუნეს?..
შალიკია ქუჩაში ბიჭიკიას შეხვდება და ეკითხება: – რაია, მაი სინიაკი ვინ დაგადო? – გუშინ ჭიჭიკია დაბრუნდა საქორწინო მოგზაურობიდან, – პასუხობს ბიჭიკია. – მერე? – მე ვურჩიე ცოლის მოყვანა...
ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდება ერთმანეთს. ერთი მეორეს ეუბნება. – ჩემი ცოლი მანქანას ელვასავით ატარებს. – ასე სწრაფად დააქროლებს? – არა, მაშინვე ელექტრო ბოძს ეჯახება.
ქმარი სახლში გვიან ღამით მთვრალი, ნაცემი დაბრუნდა . დადგა სარკის წინ და ჭრილობებზე ლეიკოპლასტირის დაკვრა დაიწყო. დილით ამდგარს ცოლი ეუბნება: – ისევ მთვრალი მოხვედი, ხომ! – არა, რას ამბობ. – აბა, ვინ მიაკრა სარკეზე ლეიკოპლასტირი?
ჭიჭიკია ბიჭიკიას ეუბნება: – იცი, ნაზიკიას 46 ზომის მკერდი აქვს! – ნუ იტყუები, ასეთი რამ შეუძლებელია! – ნაღდად გეუბნები, ჩემი ფეხსაცმლით გავზომე...
|