იზრდებოდა ლოს ანჯელესში,ჯოლი არ იყო უცხო კინოინდუსტრიისათვის,რადგანაც ის გახლდათ ოსკაროსანი მსახიობის ჯონ ვოითის ქალიშვილი. მოგვიანებით შევიდა ლი სტრასბერგის თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც იგი გამოჩნდა რამოდენიმე სპექტაკლში.
მამა - ცნობილი მსახიობი ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობდა. მშობლები დაშორდნენ, როდესაც ანჯელინა 2 წლისაც არ იყო. ანჯელინა დედასთან და 2 წლით უფროს ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამის გვარზე უარი თქვა და სასცენო სახელად მის სრულ სახელ და გვარს: ანჯელინა ჯოლი ვოითს ჩამოაშორა მამის გვარი. (რათა გავლენა არ მოეხდინა მამის გვარს მის კარიერაზე) მუშაობდა როგორც პროფესიონალი მოდელი ლონდონში, ნიო იორკსა და ლოს ანჯელესში. ასევე ჩანდა მუსიკალურ ვიდეოებში, ისეთი შემსრულებლებისა როგორებიც არიან Meat Loaf, Lenny Kravitz, Antonello Venditti და The Lemonheads. გარდა ამისა,იგი მონაწილეობას იღებდა ხუთ სტუდენტურ ფილმში,ყველა ამ ფილმის რეჟისორი იყო ენჯის ძმა ჯეიმს ჰევენი.
ანჯელინა არის ოსკარის მფლობელი მსახიობი რომელსაც პოპულარობა მოუტანა ლარა კროფთის როლმა.ეკრანს მიღმა ჯოლი ჩაერთო რამოდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაჩიაში.ის განსაკუთრებით ეხმარებოდა ლტოლვილებს.ჯოლი ხშირად ჩნდება ყველაზე ლამაზი ქალების სიებში და აქვს პირადი ცხოვრება რომელიც პრესისგან საკმაოდ კარგად აქვს გასაიდუმლოებული.
ანჯელინა თავის ეგზოტიკურ გარეგნობას წინაპრებს უნდა უმადლოდეს რომელთაც ფრანგული,კანადური,ჩეხური და ინგლისური სისხლი ერიათ.
მისტერ და მისის სმიტების გადაღებებზე 2004 წელს ჯოლიმ გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ბრედ პიტი. რომელიც იმ დროისათვის ქორწინებაში იმყოფებოდა ჯენიფერ ენისტონთან.
ანჯელინა აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას ფილმებში.
საინტერესო ფაქტები: მარჯვენა მკლავის უკან აქვს ტატუ. ასო H რომელიც თავისი ორი საყვარელი ადამიანი იგულისხმება. ენჯის ძმა ჯეიმს ჰევენი და მისი ყოფილი შეყვარებული ტიმოტი ჰატონი. მაგრამ რადგანაც ის და ტიმოტი დაშორდნენ ახლა ტატუ მხოლოდ ჯეიმსს ეძღვნება
აგროვებს დანებს
მისი ბავშვობის ოცნება იყო რომ გამხდარიყო დამკრძალავი ბიუროს უფროსი
ჯოლი ფრანგულად ნიშნავს ლამაზს.
მისი საყვარელი დისნეის გმირი არის მფრინავი სპილო დამბო. ანჯელინამ იტირა, როდესაც დამბომ ფრენა დაიწყო
14 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა
საყვარელი მუსიკოსები: მადონა,ელვის პრესლი და ფრენკ სინატრა
საუბრობს ფრანგულად,მაგრამ არც თუ ისე კარგად
ჰყავს რამოდენიმე შინაური რეპტილია,მათ შორის ორი გველი,ამიტომაც მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ალექსანდრეში გველის სცენის გადაღების დროს
ენჯის მამა მონაწილეობდა ფილმში ენჯის ბებიასთან ერთად, რომლის რეჟისორიც იყო ენჯის ბაბუა
დედამისს უწოდებდა იდეალურ ქალბატონს
მისი ვაჟის მედოქსის ოცნებაა რომ ითამაშოს ლივერპულის საფეხბურთო კლუბში
რამოდენიმე გამონათქვამი:
თერაპია?არა მე ის არ მჭირდება, თითოეული ფილმი რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ჩემთვის თერაპიაა.
მამა! შენ შესანიშნავი მსახიობი ხარ მაგრამ ბევრად უკეთესი მამა.
მე სიკვდილზე ბევრად უფრო მეტს ვფიქრობ ვიდრე სხვა დანარჩენები. ეს იმიტომ ხდება რომ მე ბევრად უფრო მიყვარს სიცოცხლე ვიდრე მათ.
გიყვარდეთ ერთი ადამიანი და იზრუნეთ მასზე სიკვდილამდე. თქვენ იცით,ბავშვების გაზრდა რამდენად რთულია, იყავით კარგი მშობლები,კარგი მეგობრები. და ეცადეთ იყოთ მთლიანად ის რაც ხართ და მიხედეთ ყველაფერს რაც გაგაჩნიათ არაქვს მნიშვნელობა რამდენი დრო დასჭირდება ამას.
არაუშავს.. ეს ცხოვრებისეულია.. მე დავკარგე დედა,ეს ბუნებრივია როდესაც ბავშვი მშობელს კარგავს,მე ძალიან ახალგაზრდა დედა დავკარგე,მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. და მე ბედნიერი ვარ რომ ის ტკივილს აღარ გრძნობს,აღარ იტანჯება.. მე მიყვარს იგი ის ჩემი საუკეთესო მეგობარია..
ბრედმა მე უკეთესი გამხადა.. მისგან უამრავი რამ ვისწავლე. როდესაც შენს გვერდით საყვარელი ადამიანია თქვენ ერთად ხდით ერთმანეთს უკეთესს და ერთმანეთის საუკეთესო თვისებებს სწავლობთ. როდესაც ის შესანიშნავი პარტნიორია თავს ძალიან კარგად გრძნობთ ერთმანეთთან.
|