ამერიკელი ბავშვები მოუთმენლად ელიან "ჰელოუინის" დღესასწაულს. ამ დღეს მათ ბევრი ტკბილეულის ჭამის უფლება აქვთ, გარდა ამისა ყველას შეუძლია ერთი დღით რომელიმე გმირი განასახიეროს ან გახდეს ცნობილი ადამიანი, ზოგი კი ვამპირობას არჩევს ხოლმე. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებიც არ არიან გამონაკლისები და სხვა ბავშვების მსგავსად სიხარულით ემზადებიან დღესასწაულისთვის. მსახიობმა თავისი 4 წლის ტყუპები ვივიენი და ნოკსი, ასევე 6 წლის შაილო კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მაღაზიაში კოსტუმების შესარჩევად წაიყვანა.
By: Mikk♥
|