როდესაც შენი მშობლები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი არიან, რთულია საკუთარი თავი კინოში არ გამოცადო. ერთი ვერსიით, მალე, კინოში ვივიენის, პაკსის და ზაჰარას დებიუტი შედგება. ადრე საუბარი მხოლოდ ვივიენზე იყო. სწორედ ის უნდა გამხდარიყო პატარა პრინცესა - ავრორა ბავშობაში, თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედასთან ერთად, რომელიც ფილმში „მძინარე მზეთუნახავი" ბოროტი დედოფლის როლს ასრულებს, მისი შვილებიც მიიღებენ მონაწილეობას. „მათ ძალიან პატარა როლები აქვთ. სხვათაშორის, ფილმში შაილოსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა, ხასიათი გაუფუჭდა და გადაწყვიტა როლზე უარი ეთქვა," - ამბობს ანჯელინა. თუ შაილო არ იყო გადაღებების „განწყობაზე", დედამისი პირიქით, აღფრთოვანებულია გადაღებებით და ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობისას „განსაკუთრებულად ერთობა."
By: Mikk♥
|