არიანა გრანდე-ბუტერა (ინგლ. Ariana Joan Butera-Grande; დ. 26 ივნისი, 1993)— ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე.
არიანა გრანდე დაიბადა და გაიზარდა ფლორიდაში.ჰყავს ძმა ფრენკი. პირველი ნაბიჯები კარიერაში გადადგა საბავშვო თეატრში „Little Palm Theatre".
რამდენიმე წლის შემდეგ გამოდიოდა თეატრში „Fort Lauderdale".
2008 წელს შეასრულა შარლოტას როლი მიუზიკლში „13", რომლის გამო სკოლა მიატოვა მაგრამ მაინც ირიცხებოდა იქ.
შემდგომ ითამაშა მირიამის როლი მიუზიკლში „Cuba Libre".
არიანა დათანხმდა „Broadway in South Africa" შემოთავაზებას და აფრიკელ ბავშვებს უფასოდ ცეკვა და სიმღერის გაკვეთილები ჩაუტარა. 2010 წელს დათანხმდა როლს სადაც კეტ ვალენტაინის როლს ასრულებს კომედიურ სერიალში „Victorius", რის გამოც თმა წითლად შეიღება.