19 წლის ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, "ბარსელონას”
წინააღმდეგ ბრწყინვალედ თამაშით, ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა.
დიდიე დეშამმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მან 6 თებერვალს,
გერმანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩის განაცხადში შეიყვანა. ეროვნული
გუნდიდან მიწვევა პირველად მიიღო "რენის” ნახევარმცველმა რომენ
ალესანდრინიმ. რაც შეეხება ვარანს, ის ნაკრებში გამოძახებული აქამდეც იყო,
მაგრამ 2012 წელს, უგურვაის წინააღმდეგ, მან მთელი თამაში სათადაარიგოთა
სკამზე დაჰყო.
საფრანგეთის ნაკრების სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ლორისი ("ტოტენჰემი”, ინგლისი), მანდანდა ("მარსელი”), ლანდრო ("ბასტია”);
მცველები: კლიში ("სიტი”, ინგლისი), ევრა ("მანჩესტერი”,
ინგლისი), დებიუში ("ნიუკასლი”, ინგლისი), საკო (პსჟ), რამი ("ვალენსია”,
საფრანგეთი), კოსელნი ("არსენალი”, ინგლისი), ვარანი ("რეალი”,
საფრანგეთი), სანია ("არსენალი”, ინგლისი);
ნახევარმცველები: კაბაიე ("ნიუკასლი”, ინგლისი), გონალონი ("ლიონი”), მატუიდი (პსჟ), ვალბუენა ("მარსელი”), კაპუე ("ტულუზა”), სისოკო ("ნიუკასლი”);
თავდამსხმელები: ალესანდრინი ("რენი”), ჟირუ
("არსენალი”, ინგლისი), გომისი ("ლიონი”, საფრანგეთი), მენესი (პსჟ),
რიბერი ("ბაიერნი”, გერმანია), ბენზემა ("რეალი”, საფრანგეთი).