ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ.Reino de España) — სახელმწიფო ევროპისსამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა,პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერსაღინიშნება.
ესპანეთისთვის დამახასიათებელია სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიური ჰავა ცხელი, მწველი ზაფხულითა და რბილი, წვიმიანი ზამთრით. საშუალო ტემპერატურა იანვარში მერყეობს +8 °C-დან +12 °C-მდე, ივლისში +18 °C–დან + 28 °C–მდე. ესპანეთის მრავალფეროვანი და კონტრასტული ჰავა აიხსნებარელიეფის სირთულით, ატლანტის ოკეანისა და აფრიკის კონტინენტის კლიმატის ზემოქმედებით. ყველაზე მეტი ნალექი მოდის ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (წლიური ნალექის რაოდენობა აქ 1000 მმ-ზე მეტია, მთიან რაიონებში კი — 1500-2000 მმ), ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთი რაიონები უფრო მშრალია (წლიური ნალექიანობა 500მმ-ზე ნაკლებია). გამოიყოფა მაღალმთიანი რაიონები ცივი ზამთრით, უხვი თოვლიანობითა და გრილი ზაფხულით, რომელიც მშრალია სამხრეთში, ნესტიანი და წვიმიანი — ჩრდილოეთ ესპანეთი. პირინეებში თოვლის ხაზი 2800 მეტრზეა. ესპანეთში, საბერძნეთისა და იტალიიის მსგავსად, ევროპაში ყველაზე ბევრი მზიანი დღეა.
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ.La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთისღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული,პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა,სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.1984 წელსსაფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან-2:0.2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა მოუტანა.
მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს,ბარსელონაში,როცა კამპ ნოუზეპოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.სინეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა,დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან.ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.
სხვა მხრივ,1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.