გამარჯობა, მე ანასტასია ვარ. ერთ ერთი ძალიან ძველი სოფლიდან ვარ. ჩვეულებრივი ადამინი ვარ მაგარამ სხვებისგან განვსხვავდები რადგან დაბადებიდან მაქვს დრაკონის ნიშანი ზურგზე, უკვე მეშინია, არ ვიცი რა ვქნა. ასევე ამ ნიშანზე ვშიფრავ რიცხვებს: 1-8-8-0 ვაპირებ დავადგინო, რატომ ვარ ”სხვანაირი”. ახლა სოფელში მივდივარ და გავიკითხავ ვინმესგან
-უკაცრავად თქვენ ლეონს ხომ არ იცნობთ?
-კი იქ ცხოვრობს (ფურცელზე დაწერა მისამართი)
მაშინვე იმ სახლისკენ გავეშურე. ცოტა უცნაური სახლია. დაკაკუნებას ვაპირებდი მაგრამ კარი ღია დამხვდა.
-არის აქ ვინმე?
პასუხი არ ისმის.
-ეიი არის აქ ვინმეეე?
ისევ არ არის პასუხი.
შევედი სახლში. ბნელი სახლი იყო.
-დაველოდები იქნებ ვინმე მოვიდეს.
უცებ ზურგზე ვიღაცამ ხელი დამადო.
-ვაიმე!
-შეგაშინეთ?
-ცოტა არ იყოს კი.
-მე ლეონი ვარ (ხელი ჩამომართვა)
-მე ანასტასია, მეგობრები ენს მეძახიან შეგიძლიათ თქვენც ასე დამიძახოთ.
-ანუ შენი მეგობარი ვარ?
-კი.
-კარგი რისთვის მოხვედი?
-შეიძლება დავჯდე?
-რათქმაუნდა
-ესეიგი...
-ერთი წამით. რამეს დალევ?
-არა მადლობა.
-კარგი დაიწყე
-ძალიან შეშინებული ვარ არ ვიცი რა ვქნა. გამიგია რომ სოფელში ყველაზე ჭკვიანი ბრძანდებით და შეგიძლიათ დამეხმაროთ.
-თქმულებაა....
-რა არის თქმულება
-რომ ჭკვიანი ვარ
-რატომ?
-მე არ ვთვლი ესე.
-დამეხმარებით?
-კი კი.
-მოკლედ დაბადებიდან ზურგზე მაქვს ნახათი ანუ ”ტატუ”. დრაკონი ახატია და გავშიფრე ესეთი რიცხვები : 1-8-8-0 დამეხმარებით?
-შეგიძლია მანახო?
-კი აი (ვანახე)
-შენ.... შენ....
-რა ხდება?
-შენ გადაარჩენ სამყაროს
-რა სისულელეა
-ერთი წამი წიგნს მოვიტან.
მოიტანა
-ამ წიგნში წერია რომ დაახლოებით 1880 წელს ერთ ერთ სოფელში გავრცელდა ლეგენდა რომლის მიხედვით სოფელში არის დრაკონი რომელსაც შეუძლია კაცბრიობას ბოლო მოუღოს. ასევე ამბობენ რომ მას შეუძლია ადამიანის სახით წარგვედგინოს. მასაც აქვს ასეთი ტატუ. ამბობდნენ რომ 1-2 საუკუნეში გამოჩნდებოდა გოგონა, რომელსაც ექნებოდა ისეთივე ტატუ და მხოლოდ და მხოლოდ ის შეძლებდა მის დამარცხებას კიროს ხმლით.
-კიროს ხმალი რა არის?
-თქმულება არსებობს მასზე რომ ერთ ერთ ბრმა ჯადოქარს აქვს დამალული. ცნობილია მხოლოდ მისი ადგილ სამყოფელი.
-მერე რატომ ვერ გამოაქვთ ხმალი, ის ჯადოქარი ხომ ბრმაა?
-იმ კოშკში ვინც შედის უკან ვეღარ გამოდის... მაგრამ მხოლოდ ის გოგო შეძლებს იქიდან გამოღწევას. ანუ შენ. ასევე ამბობენ რომ თუ იმ ჯადოქარს თვალებში შეხედავ ადგილზე ქვავდები. ხმალი ერთ მონას აქვს. ჯადოქარმა დაატყვევა. მხოლოდ მონამ იცის ხმლის ადგილ სამყოფელი.
-ანუ ეს ყველაფერი მე უნდა შევძლო?????
-კი.....
-სისულელეა!
-არ არის სისულელე გთხოვ დამიჯერე. მე დაგეხმარები. არაფერი დაგიშავდება დამიჯერე. მთელი მსოფლიოს სიცოცხლე შენს ხელშია. შენი უსაფრთხოებისთვის ყველას მოკლავ?
-....
-ყველას მოკლავ?!
-არა!
-ძალიან კარგი. დღეს შეგიძლია ჩემთან დარჩე და ხვალ საქმეს შევუდგეთ...