მადრიდის "რეალის' კაპიტანმა, იკერ კასილიასმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ასევე, ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობებზე.
"მოურინიოს
ყოველთვის სურს, კლუბის წინსვლა და განვითარება. თუ თქვენ გადაყწვეტთ
რაიმის თქმას, აუცილებლად უნდა უთხრათ პირში, რასაც ის ზუსტად ასე აკეთებს
ფეხბურთელებთან. ვფიქრობ, რომ ეს სწორია", - განაცხადა კასილიასმა "La SeXta"-სთან ინტერვიუში.
"ის არის პროფესიონალი, თავის საქმის
შესაფერისი და ძალიან მომთხოვნი. მან ყველაფერი იცის მოწინააღმდეგეზე.
გასულ წელს თამაში დავიწყეთ "სამეფო თასზე" "ალკოიანოს" წინააღმდეგ და
დავასრულეთ, მიუნხენის "ბაიერნთან" "ჩემპიონთა ლიგა". მე ვერ წარმომიდგენია
"რეალი" მოურინიოს გარეშე."
"დიახ, მე მინდა, ფეხბურთის თამაში
უფრო მოდუნებულ ატმოსფეროში, თუ მე გადავალ სხვა კლუბში, თუმცა არ
ავირჩევდი კონკურენტად მადრიდის "რეალს". მაგალითად, მე მიყვარს აშშ. მინდა
კარიერა მადრიდში დავასრულო, მაგრამ თუ უმოწყალოდ გამაკრიტიკებენ 31 წლის
ასაკში, წარმომიდგენია რა მოხდება, როდესაც 37 წლის ვიქნები."
"მაისში კლუბი შემომთავაზებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, სადაც ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული."