მილანის "ინტერი” ზაგრების "დინამოს” 18 წლის ნახევარმცველით – მატეო
კოვაჩიჩით გაძლიერდა. ამ ინფორმაციას ხორვატული კლუბი ოფიციალურ საიტზე
ადასტურებს.
სამშობლოში "ახალ მოდრიჩად” წოდებული კოვაჩიჩი მილანში უახლოეს პერიოდში
ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტს გააფორმებს. რა
ნომრით ითამაშებს ნახევარმცველი "ნერაძურიში”, ჯერჯერობით, უცნობია.
"ინტერს” კოვაჩიჩის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება. ხორვატები 11
მილიონს ახლავე მიიღებენ, 4 მილიონს კი, ბონუსების სახით "ჩაიჯიბავენ”.