მსოფლიო შოუბიზნესსა თუ სპორტულ სამყაროში, ოჯახების დანგრევა უკვე დიდი
ხანია, აღარავის უკვირს. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ისეთი წყვილები,
რომლებიც ოჯახის უღელს სიცოცხლის ბოლომდე ერთად ატარებენ.
უკვე ვწერდით, რომ ამ მხრივ გამონაკლისი არც მარადონას ქალიშვილი ჯანინა
და მისი მეუღლე, საკმაოდ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო
აღმოჩნდნენ. თუმცა, განშორებაზე დიეგოს ქალიშვილი საჯაროდ მაინც არაფერს
ამბობდა.
თუმცა, ამასწინათ ჯანინამ "ტვიტერით” აცნობა საზოგადოებას, რომ მეუღლეს
დაშორდა. სერხიო აგუერო კი დაშორების მიზეზებზე ჯერჯერობით დუმილს
ამჯობინებს, მაგრამ ავი ენები ამბობენ, რომ სერხიო არგენტინელ მომღერალზე -
კარინა ტეიდზეა შეყვარებული და მიზეზიც ესაა.
ჯანინას და სერხიოს ერთი ვაჟი - ბენხამინი ჰყავთ, რომელსაც ახლავე ეტყობა,
რომ ფეხბურთში დიდი მომავალი ელის. იქნებ მარადონას გენებმა თავისი ქნას
და მსოფლიოს მეორე დიეგო არმანდო მოევლინოს...