გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას..
"სელტას" თამაში ძალიან მომეწონა, 90 წუთის მანძილზე დაუღალავად შრომობდნენ და შედეგს მიაღწიეს. საბოლოო ჯამში დავმარცხდით და მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, მათ მართლაც დიდებული თამაში აჩვენეს და ნამდვილად დაიმსახურეს გამარჯვება. თამამად შემიძლია ვსთქვა, რომ მართებული ანგარიში იქნებოდა 1-0, რადგან 90 წუთის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია გატანილი გოლის გარდა".
"რა თქმა უნდა მათ გამარჯვება დაიმსახურეს, მაგრამ ჩვენ მაინც ფავორიტები ვართ. შემდეგი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და მერწმუნეთ 1/4 ფინალში აუცილებლად ვიასპარეზებთ. მე არ ვდარდობ იმის გამო, რომ კონკრეტულ მატჩში გავმარცხდით, ამას განმეორებით მატჩში გამოვასწორებ. მე ჩემი შეგირდების თამაში ძალიან არ მომეწონა და ამ ყველაფერზე ვარჯიშზე ვისაუბრებ".
"ვარანი შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მან ითამაშა 90 წუთი. თქვენ იტყვით, რომ რა არის გასაკვირი ამაში, მაგრამ სანამ თქვენ იკითხავდეთ მე გეტყვით, რომ მან ითამაშა ბოლო წუთამდე ტრამვით და გააკეთა იმათზე მეტი, ვისაც ტრამვა არ აწუხებდა. ტრამვის გამო სწრაფად გადაადგილება უჭირდა და შეტევაში ამიტომ ვერ ერთვებოდა ხშირად, მაგრამ მან გააკეთა ის რასაც არ ვითხოვდი, მან საკუთარ ძალებს აჯობა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა".
"მორატა განაცხადში არ შევიყვანე და ამით შეცდომა დავუშვი. ასეთ შეცდომას იმედია აღარ დავუშვებ. ესიენსაც შეეძლო ეთამაშა 90 წუთი, მაგრამ შეტევის გაძლიერების გამო იგი შევცვალე. რაც შეეხება ბენზემას, მას ტერფზე აღენიშნება დაზიანება. არ ვიცი როგორი სირთულის არის და სადამდე დააკლდება გუნდს, შეიძლება რამდენიმე კვირა ვერ ვიხილოთ მოედანზე, შეიძლება მომდევნო მატჩში, ყველაფერი ექიმებზე და თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული".
"რა თქმა უნდა არიან ფეხბურთელები, რომლებმაც იმედები გამიცრუეს, მაგრამ კონკრეტულად არ დავასახელებ. ამ მატჩში მორატა აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მაგრამ მე მას სხვა ფეხბურთელი ვარჩიე და მივეცი შანსი, მაგრამ მან მოედანზე გასვლა არ მოინდომა, ალბათ იმის გამო, რომ ეს "სამეფო თასი", ან ცუდი ამინდი იყო. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. გადაწყვეტილებებს აქ მხოლოდ მე გღებულობ და ყველაფერს მე ვიღებ საკუთარ თავზე".