ბრიტანულმა ბენდმა Muse-მ გაგვიმხილა, რომ მათი მომდევნო სინგლი ”Panic Station” გახლავთ. მისი მოსმენა წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი და ფანქისა და სოულის მიქსი იქნება. ჯერჯერობით დაზუსტებითი ინფორმაცია არ ვრცელდება თუ როდის შედგება ახალი ფირფიტიდან მესამე სინგლის რელიზი.
”The 2nd Law” - ასეთი გახლავთ ფირფიტის სახელწოდება, რომელიც როკ ჯგუფმა სექტემბრის ბოლოს გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომი უკვე ათზე მეტ ჩარტში პირველ პოზიციას იკავებს.
Muse-ს წინა ალბომი ”The Resistance” გახლავთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ბენდის დისკოგრაფიაში.