* ლეონარდოს სახელი საკმაოდ უცნაურად შეურჩიეს. მომავალი ვარსკვლავის დედა ფლორენციის მუზეუმში ინტერესით უმზერდა ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტს, როდესაც მისი მუცლადმყოფი შვილი პირველად გაინძრა.
* ჰყავს უფროსი ნახევარძმა სახელად ადამი.
* 37 წლის მსახიობი სიამაყით აცხადებს, რომ დედიკოს ბიჭია. მართლაც, ლეონარდოს დედა ირმელინი ხშირად მიჰყვება მას გლამურულ წვეულებებზე და მეგავარსკვლავ ვაჟთან ერთად წითელ ხალიჩაზეც სიამოვნებით პოზიორობს. კულუარებში იმაზეც ჭორაობენ, რომ ლეონარდოსა და ბლეიკ ლაივლის დაშორების მთავარი მიზეზი სწორედ ირმელინი იყო.
* ვარსკვლავის თქმით, მისი ყველაზე ადრინდელი ბავშვობის მოგონება არის ის, რომ საოცრად სურდა წარმოდგენის მოწყობა.
* დიკაპრიოს თქმით, რომ არა წარმატებული კარიერა ჰოლივუდში, სიამოვნებით იმუშავებდა ტურისტულ კომპანიაში.
* მსახიობი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია და გარემოზე მზრუნველ ვარსკვლავთა სიებში მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებს.
* ვარსკვლავი რეალითი შოუების დიდი გულშემატკივარია. მისი ფავორიტია Jersey Shore.
* მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო ვარსკვლავის საყვარელი მსახიობები არიან. მისი თქმით, სანუკვარი ოცნება აუხდა როდესაც სტრიპმა და დე ნირომ მისი თამაში დადებითად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ მერილ სტრიპმა დიკაპრიოს გენიოსიც კი უწოდა.
* მსახიობს ჰოლივუდში გამოუსწორებელი მექალთანის სახელი აქვს. მას ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებდა ჟიზელ ბიუნდჰენთან და ბარ რაფაელისთან.
* ლეონარდოს საყვარელი წიგნია ერნესტ ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა".
* ფილმ "ცვლილებათა გზის" გადაღებების დასრულების შემდეგ, ლეონარდომ ქეით უინსლეტს ოქროს ბეჭედი უყიდა, რომელზეც ამოკვეთილი იყო გარკვეული წარწერა. უინსლეტის თქმით, იგი ბეჭედს დღემდე სათუთად ინახავს, მაგრამ მასზე არსებული წარწერის შინაარსს არ ახმაურებს.
* მსახიობის საყვარელი საჭმელია სპაგეტი, სასმელი კი-ლიმონათი.
* მისი საუკეთესო მეგობრები არიან ტობი მაგუაიერი, ქეით უინსლეტი და მარკ ოულბერგი.