მოკლედ ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ....!!!! უძალიანმაგრესია მართალია მე არ დამიწერია მაგრამ რომ წავიკითხე გავაფრუნე.... აი მე ძალიან მომეწონა... ამ სასიყვარულო ისტორიას ფეისბუკზე წავაწყდი მისი ავტორია მარიამ ღვინეფაძე.... წაიკითხეთ უმაგრესია....!!!
ისევ გათენდა, ერთი შეხედვით ლამაზი დღე ჩანდა, მაგრამ მარისთვის უკვე ლამაზი აღარაფერი იყო. მის ფიქრებში ყოველდღე ერთი რამ ტრიალებდა , მხოლოდ ბაჩი. ბიჭი, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო ერთმანეთი დანახვისთანავე მოეწონათ, ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ დღესაც ბაჩი მარის სიყვარულში გამოუტყდა მარიმაც არ დაუმალა თავისი გრძნობები. ისინი საკმაოდ პატარები იყვნენ, ბაჩი 17 წლის იყო მარიამი 15ის. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთს ყოველდღე ნახულობდნენ, ერთმანეთისთვის სითბოსა და ყურადღებას არ იშურებდნენ. ნამდვილი შეყვარებულები იყვნენ. ბედნიერები ჩანდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარები იყვნენ მომავალზეც ფიქრობდნენ და ისინი მთელი ცხოვრების გატარებას ერთად აპირებდნენ. ყველაფერი კარგად იყო უზომოდ შეყვარებულები იყვნენ. ერთ დღეს, როცა მარი და ბაჩი ღამე ქუჩაში მართო სეირნობდნენ, უეცრად ბაჩი გაჩერდა, მარის შუბლზე აკოცა, მუხლებით მიწაზე დადგა, მარის ხელი მოჰკიდა და უთხრა: მინდა ჩემი გერქვას, მინდა სულ ერთად ვიყოთ და გთხოვ ჩემი ცოლი გახდე, ახლა შენს უარს არ მივიღებ რადგან ვიცი შენც გიყვარვარ. მარიმ დაუფიქრებლად უთხრა, რომ თანახმა იყო ბაჩის ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა, მარი ხელში აიყვანა აკოცა და უთხრა, რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. მალე მშობლებსაც აუხსნეს ყველაფერი, მათაც იცოდნენ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მათ უარს აზრი არ ჰქონდა.ისეთი ქორწილი გადაიხადეს როგორზეც ოცნებობდნენ, ყველაფერი ისე იყო როგორც მათ სურდათ. საქორწილო მოგზაურობაშიც წავიდნენ, ძალიან ბედნიერები იყვნენ. ერთად ცხოვრობდნენ, ყველგან ერთად დადიოდნენ, უერთმანეთოდ ერთი წუთიც კი ვერ ძლებდნენ. ბაჩი ბევრ შვილზე ოცნებობდა... ერთ დღეს, როდესაც ბაჩი სამსახურიდან დაბრუნდა მარიმ გახარებულმა უთხრა, რომ ორსულად იყო, ბაჩი უბედნიერესი იყო მარის აკოცა ლოყაზე, მერე მუცელზე და უთხრა, მე თუ მის დაბადებას ვერ მოვესწარი მინდა მას სალი ერქვას. მარიმ უთხრა სისულელეებს ნუ ამბობდა რა თქმა უნდა მოესწრებოდა მის დაბადებას და თვითონვე დაარქმევდა სალის. ეს რატომ თქვა, მაშინ არც თვითონ იცოდა, მაგრამ ალბათ რაღაცას გრძნობდა. ასე გადიოდა დღეები, გავიდა რამდენიმე თვეც ბაჩის ყოველდღე სხვადასხვა ტკბილეული და საჩუქრები მოჰქონდა მარისთვის, ამარის მუცელი ნელ-ნელა იზრდებოდა. ღამ-ღამობით მარის თავისი პატარა აღვიძებდა, ბეხებს უბაგუნებდა შემდეგ ბაჩისაც ეღვიძებოდა და ერთად ფიქრობდნენ მის დაბადებაზე. უბედნიერესები იყვნენ რადგაან მალე ქვეყანას მათი სიყვარულის ნაყოფი მოევლინებოდა. ბაჩი მარის სითბოსა და სიყვარულს არ აკლებდა, ყველაფერი ჰქონდათ ბედნიერებისთვის. ერთ დღეს ბაჩის მეგობარმა დაურეკა და რესტორანში დაპატიჟა, რათქმა უნდა ბაჩი უნდა წასულიყო, მაგრამ რატომღაც მარი ამის წინააღმდეგი იყო, ეუბნებოდა, რომ ის მასთან უნდა დარჩენილიყო, ბაჩიმ მარის აუხსნა, რომ აუცილებელი იყო მისი წასვლა, მაგრამ მარი აზრს არ იცვლიდა. მარი ასე აქამდე არასდროს მოქცეულა, ყველგან წასვლის საშუალებას აძლევდა, ენდობოდა და მეგობრებთან ერთად დალევასაც არ უშლიდა, ბაჩი გაკვირვებული იყო მარის ასეთი საქციელით, ბაჩიმ კატეგორიულად უთხრა, რომ კი არ უნდა წასულიყო არამედ მიდიოდა და მის აზრს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მათ პირველად იკამათეს იმ დღეს. მარის რაღა უნდა ექნა პერანგი და პიჯაკი დაუუთოვა, ბაჩიმ ჩაიცვა სუნამო დაისხა, მარის აკოცა უთხრა არ ენერვიულო, ბოდიში მოუხადა ყვირილისთვის და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მისი წასვლა აუცილებელი იყო. მარი მაინც გაბრაზებული ჩანდა, რაღაცას გრძნობდა თითქოს ეს გაბრაზება კი არა უფრო წინათგრძნობა იყო. თითქოს რაღაც ცუდი მოხდებოდა ამ ღამეს და ფიქრობდა, რომ ეს ღამე ბაჩისთვის საბედისწერო იქნებოდა, მაგრამ როდესაც გაიაზრებდა რაზე ფიქრობდა მაშინვე ცდილობდა ამ აზრების თავიდან ამოგდებას, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა, მოუსვენრად იყო, მუცელი ატკივდა, მერე გული აუჩქარდა, ცოტახანში ისევ დაწყნარდა. ბაჩი უკვე მეგობრებთან ერთად იყო და ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ბევრი დალიეს იქ ერთი ბაჩისთვის უცხო პიროვნება იყო რომელიც ბაჩის ალმაცერად უყურებდა, ყველა სიტყვაზე ეკამათებოდა, მაგრამ ბაჩი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. უეცრად მათთან მყოფმა ორმა ბიჭმა რაღაცაზე დაიწყეს ჩხუბი, მალე ეს სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა, ბაჩი ერთ-ერთს აშველებდა ამ დროს მეორემ დანა ამოიღო შეიძლება სულაც არ უნდოდა ბაჩისთვის დაერტყა, მაგრამ შემთხვევით მოქნეული დანა გულის არეში მოხვდა, მარიმ ამ დროს დიდი ტკივილი იგრძნო გულში თითქოს გული ამოაგლიჯესო, თითქოს რაღაც ნაწილი გულის მისი აღარ იყო. ბაჩი თავიდან ვერაფრს მიხვდა მერე ხელი გულზე დაიდო, ხელი სისხლიანი, რომ დაინახა მიხვდა დაჭრილი იყო უეცრად ძირს დაეცა, ყველა გაჩერდა ჩხუბი შეწყდა... სასწრაფო მალე მოვიდა, ის ვინც ბაჩი დაჭრა თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა, ჯობდა მე დავჭრილიყავიო, იმ ბიჭს ნიკა ერქვა. ნიკა სასწრაფოს ექიმთან მივარდა: _ცოცხალია ექიმო? (ნიკა) _ჯერ ცოცხალია გული ცემს... (ექიმი) სიტყვა არ დაამთავრებინა _გადარჩება? (ნიკა) _არ ვიცი...(ექიმი) _როგორ თუ არ იცით, ის ხომ მალე მამა გახდება სახლში 8 თვის ორსული ცოლი ელოდება, აუცილებლად უნდა გადაარჩინოთ თავს არ ვიცოცხლებ პატარა უმამოდ, რომ გაიზარდოს... ბაჩი საავადმყოფოში წაიყვანეს, ექიმი გამოვიდა და იკითხა ახლობელი არავინაა? _რა ხდება ექიმო? ხომ ცოცხალია, კიდევ დიდხანს იცოცხლებს ხომ? (ნიკა) _ცოცხალია, მაგრამ არამგონია კიდევ დიდხანს იცოცხლოს, ძლივს სუნთქავს, ჭრილობა სასიკვდილოა ძლიერი ადამიანია აქამდეც, რომ გადარჩა სასწაულია... ახლობელი არავინ ყავს? (ექიმი) _კი ცოლი ყავს 8 თვის ორსული, რომ გაიგოს არ ვიცი რა დაემართება ამიტომ გთხოვთ ყველაფერი გააკეთეთ, რომ გადარჩეს.(ნიკა) _ხომ გითხარით დიდხანს ვერ იცცხლებსთქო(ექიმი) ამ დროს მეორე ექიმი გამოვიდა _მარის ნახვას ითხოვს ვინ არის მისი? (ექიმი) _მისი ცოლია, ძალიან მიმძიმს, მაგრამ დავურეკავ სხვა გზა არ მაქვს (ნიკა) მარის ტელეფონის ზარმა გული აუჩქარა, მიხვდა ყველაფერი კარგად არ იყო. უცხო ნომერია ნეტავ ვინ რის? _გისმენთ (მარი) _გამარჯობა მე ბაჩის მეგობარი ვარ.. არ დააცადა სიტყვის თქმა (ნიკა) _ ბაჩი სად არის? ხომ კარგადაა? ცოცხალიაა? არაფერი დამიმალო...(მარი) _ცოცხალია მაგრამ კარგად არ არის შენი ნახვა უნდა სასწრაფოდ მოდი.. საავადმყოფოს მისამართი მისცა (ნიკა) მარი სასწრაფოდ გაექანა საავადმყოფოში შევარდა ბაჩი სად არის? მანახეთ. პალატაში შეიყვანეს, ბაჩის თვალები გაუნათდა თუმცა ეტყობოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. მარიმ ხელი მოკიდა ტირილი ვერ შეიკავა, ბაჩის ლაპარაკი უჭირდა ბაჩიმ თხოვა _ნუ ტირი მე შენი ცრემლების ღირსი არ ვარ, აი თურმე რატომ უნდა დამეჯერებინა შენთვის.(ბაჩი) _დაწყნარდი საყვარელო შენ ხომ არ იცოდი რა გელოდა, შენ იცოცხლებ დიდხანს და ჩვენს პატარას ერთად გავზრდით. (მარი) _არა, მე ვეღარ ვიცოცხლებ იმქვეყნად მივდივარ და შენი სიყვარულიც თან მიმაქვს, შენ რას გერჩოდი...ჩვენი პატარას დაბადებას მაინც მოვსწრებოდი ბედნიერი კაცი ვიქნებოდი ახლა კი უბედური მივდივარ და შენც გაგაუბედურე ჩემო ცხოვრებავ. (ბაჩი) მარის ხელზე აკოცა მერე მუცელზე ხელი მოკიდა და უთხრა სალი დაარქვი, როგორც მინდოდა დარწმუნებული ვარ მას დედასავით მწვანე თვალები, ლამაზი ღიმილი და წმინდა გული ექნება. გთხოვ ისეთი შვილი გაზარდე როგორსაც მე ვისურვებდი...მინდა მასახელოს მიყვარხარ....(ბაჩი)^^^________ეს თქვა და თვალები დაუჭა, მარიმ მისი გაღვიძება სცადა, მაგრამ მან სამუდამოდ დაიძინა იქ წავიდა საიდანაც აღარავინ ბრუნდება. წავიდა და თან წაიღო მარის გულიც. დასაფლავების დღეს უამრავი ხალხი შეიკრიბა ყველა მარის ამშვიდებდა. 8 თვის ორსული შავებში ჩაცმული საშინელი შესახედი იყო, ყველას გული უკვდებოდა მაგრამ ვერავინ უბედავდა თქმას რომ შავები გაეხადა. დაასაფლავეს და თან გაიყოლა მარის სულიც, სილამაზეც, გრძნობებიც და ყველაფერი რაც მასთან აკავშირებდა. მარისაც უნდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისი პატარა არ აძლევდა რომელიც რამდენიმე კვირაში მოევლინებოდა ქვეყანას. ექიმმა თქვა, რომ ბიჭი დაიბადებოდა მარიმ გაიფიქრა, რომ მას სალის ვეღარ დაარქმევდა და ცოტა გული დაწყდა კიდეც. გავიდა რამდენიმე კვირაც მარის დილის 5 საათზე მუცელი ატკივდა ზამთარი იყო 18 იანვარი გარეთ თოვდა, მარი სამშობიაროში წაიყვანეს რამდენიმე საათში მისი პატარაც დაიბადა ყველასთვის გასაოცრად გოგონა დაიბადა, მარი გახარებული იყო ექიმები გაოცებულები. მას სალი დაარქვა მარიმ როგორც ბაჩის სურდა. მას მამასავით ცისფერი თვალები, ხვეული თმა, ლამაზი ლოყები და ლამაზი ტუჩები ჰქონდა. მარი ბედნიერი იყო პატარას დაბადებით, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უბედური ადამიანი იყო. გავიდა დრო სალი ძალიან ლამაზი გოგონა გაიზარდა ისეთი როგორიც ბაჩის სურდა. მალე კითხვაც გაუჩნდა რატომ არ ჰყავდა მას მამა ისევე როგორც მის ყველა თანაკლასელს. მარიმ ყველაფერი უამბო რამდენიმე დღე მოწყენილი დადიოდა , მაგრამ დედამ დაარწმუნდა,რომ მამა ზევიდან უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზით. დედამ ასევე მისი მკვლელის შესახებას უთხრა აუხსნა, რომ მას ძალით არ მოუკლავს მისი ფოტოც ანახა, მაგრამ სალიმ უთხრა რომ შემთხვევით არაფერი ხდება და დედას უთრა რომ თუ სადმე შეხვდებოდა ის კაცი აუცილებლად იცნობდა და მოკლავდა... სალი ხშირად დადიოდა მამის საფლავზე მეგობრებთან ერთად და მეგობრებს უყვებოდა მამაზე იმას რაც დედას ქონდა ნათქვამი. სალი გაიზარდა გადაიხადა 16 წლის იუბილე 18 იანვარს. მალე დედას გამოუტყდა, რომ შეყვარებული იყო საბას და სალის ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. დედა გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს სალის ენდობოდა და საბასთან შეხვედრას არ უშლიდა. ერთ დღეს საბამ სალის უთხრა,რომ მის მშობლებს მისი გაცნობა უნდოდათ, სალი ჯერ გაჩუმდა მაგრამ საბას რომ არ სწყენოდა დათანხმდა საბა გახარბული იყო და უთხრა საღმოს ჩემთან გელოდებიო. სალიმ დედას უამბო ეს ამბავი მარი ცოტა გაბრაზდა, მაგრამ რადგან უკვე დათანხმდა რაღას იზავდა. მოვიდა საღამოს 7 საათი სალი მოემზადა წასასვლელად, ტაქსით წავიდა სადარბაზოსთან დახვდა საბა ერთად ავიდნენ, სალი ცოტა ნერვიულობდა. შევიდნენ სახლში, სახლში მხოლოდ საბას დედა და პატარა და იყო . საბას დედა მოეხვია სალის და უთრა, რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა. სკამზე დასხდნენ დაიწყეს საუბარი, საბას დედა რაღაცეებს ეკითხებოდა სალის, მალე საბას მამაც მოვიდა სალის ხელი ჩამოართვა უთხრა, რომ ნიკა ერქვა. სალის თითქოს საიდანღაც ეცნობოდა ნიკა , თითქოს სადღაც ნანახი ყავდა შემდეგ საბას დედამ სალის თავის მშობლებზე კითხა. სალიმ ყველაფერი უამბო, თუ როგორ მოუკლეს მას მამა, უეცრად ნიკას ცრემლები წამოუვიდა სალისთან მივიდა გულში ჩაიკრა და უთხრა მაპატიე მეტს არაფერს გთხოვ მე ეს ძალით არ გამიკეთებია, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. სალი მიხვდა რაც ხდებოდა მიხვდა საიდანაც ეცნობოდა ეს კაცი, ნიკას ხელი გააშვებინა და გაიქცა ისე, რომ უკანაც არ მოუხედავს. საბა უკან გაჰყვა მაგრამ ვერ დაეწია ღამე იყო 9 საათი ხდებოდა სალის სახლში წასვლა არ უნდოდა ისე განერვიულდა არ იცოდა რა ექნა თან ნანობდა, რომ არაფერი უთრხა, დედას ხომ ვუთხარი სადაც შემხვდება ის კაცი მოვკლავო. ნიკაც გაიქცა სალის მოსაძებნად და იქვე ახლოს დაინახა მარტო მყოფი გოგონა, რომელიც ტიროდა, ნიკა მივიდა მისი დამშვიდება შეეცადა, სალის დედის სიტყვები გაახსენდა, რომ უთხრა ,, მას ძალით არ მოუკლავს’’ ნიკას ყველაფერი აპატია საბას სიყვარულის გამო. უთხრა, რომ მე გპატიობ დანარჩენი ღმერთმა განსაჯოს. წავიდნენ სახლში, მაგრამ საბა შინ არ დახვდათ სალიმ ტირილი დაიწყო, მალე თვალებ ცრემლიანი საბა შემოვიდა ოთახში სალი გაექანა და ჩაეხუტა. როცა დამშვიდდნენ საბამ სალი სახლში მიაცილა. დედამ სალის ყველაფერი მოაყოლა მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა დედას გაეგო. მარიმ სალი დააწყნარა და უთხრა შენ და საბა კარგად იქნებით, ალბათ ღმერთმა მოგივლინა ეს განსაცდელი და გიჩვენა, რომ ადამიანის პატიება უნდა შეგეძლოს. იმ დღის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო საბა და სალი ერთად მიდიოდნენ ბაჩის საფლავზე...როცა სალი 18 წლის გახდა ოქროს დაბადების დღე ქონდა, საბამ ცოლობა თხოვა სალიც დათანხმდა. გადაიხადეს დიდი ქორწილი, ბედნიერები იყვნენ ცხოვრობდნენ ისე, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე. მათ ეყოლათ შვილი რომელსაც ბაჩი დაარქვეს და ბედნიერები იყვნენ რადგან მათ ვეღარაფერი დააშორებდათ. ავტორი:
მარიამ ღვინეფაძე
|