"სანტოსის" მთავარმა მწვრთნელმა, მურის რამოლამ ჟურნალისტებს ინტერვიუს
დროს განუცხადა, რომ როდესაც ნეიმარი ბრაზილიას დატოვებს და სათამაშოდ
ევროპაში წავა, იგი აუცილებლად კატალონიურ გრანდში, "ბარსელონაში" უნდა
გადავიდეს.
"ნეიმარ საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. იგი
ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია, ამას მატჩებიც ამტკიცებს. ჯერ იგი
ახალგაზრდაა და, როდესაც 2014 წლის მუნდიალზე "სელესაოს" სახელით გამოვა
უფრო ძლიერი და თავდაჯერებული იქნება."- აცხადებს რამოლა.
მან ასევე
"ბარსელონასა" და "სანტოსის" სათამაშო სტილზე ისაუბრა: "ბარსა" და
"სანტოსი" ძალიან ჰგვანან სათამაშო სტილით ერთამენთს. ამ ორ გუნდს ძალიან
უყვარს სანახაობრივი და ლამაზი თამაში, რაც ფეხბურთს უფრო კარგს ხდის.
როდესაც ნეიმარი ბრაზილიას დატოვებს და ევროპაში წავა, აუცილებლად
"ბარსელონა" უნდა აირჩიოს. ყველაზე კარგად იგი ამ გუნდს შეეწყობა,
ამავდროულად გასაოცარი იქნება მესის და ნეიმარის დუეტის ხილვა."- ციტირებს
იგი.