პეპემ ფეხბურთის თამაში დაიწყო "ნაპშემდეგ 18 წლის პეპე გადავიდა "კორინთიასში". 2001/02 სეზონში პეპე ევროპაში ჩამოვიდა და კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ "მარიტიმუსთან". "მარიტიმუში" პეპე სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი იგი "პორტუში" გადაბარგდა. "პეპე" ძალიან სწრაფად შეიქმნა "პორტუს" დაცვის ხაზის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად."პორტუში" მცველმა მოიგო ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და ერთხელ პორტუგალიის თასი. "მარიტიმუში" და "პორტუში" პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის "სპორტინგს", მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი "სპორტინგში" არ გაიჩარხა.ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს "მარიტიმუში" .იგი პეპეს "რენში" ეპატიჟებოდა.მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მაინც მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნევოდა.ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა.ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუფგალიის ნაკრებში ასპარეზობა.საბოლოოდ პეპეს ორი სურვილი აუხდა, იგი თამაშობს პორტუგალიის ნაკრებში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში "მადრიდის რეალში". თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც "რეალი" აირჩია.პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას,ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში "პეპემ" ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა:"პორტუ" - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო "მადრიდის რეალთან". ოლიში".
გაალამაზა: Mikk♥
|