ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილია სიმღერა "The Lazy Song” Bruno Mars-ის შესრულებით. კლიპიც აშკარად დასამახსოვრებელია და ვინ იცის რამდენ ჩვენგანს გაღიმებია თავზე მაიმუნის ნიღაბწამოცმული ბიჭების ყურებისას. Bruno ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ ამ ცხოველის მიმართ რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, რადგან მისი ახალი ალბომის ყდაც კი გორილას სურათიითაა გაფორმებული.
ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდებაც ანალოგიურია და ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ეს უკანასკნელი "Love Song” ნამდვილად არ უნდა იყოს. თუმცა 11 დეკემბრამდე ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, რადგან სწორედ ეს არის თარიღი, როდესაც ალბომი გაყიდვაში ჩაეშვება.
ალბომის ჩაწერაში მხოლოდ პროდიუსერები: Diplo და Mark Ronson-ი დაიხმარა. ვნახოთ რამდენად გაამართლებს ალბომი თუმცა Bruno-სფანებს სიხარულის მიზეზი ნამდვილადმიეცათ.