Kylie Minogue-ს ახალი ალბომი ”The Abbey Road Sessions” დღეიდან იაპონიის მასშტაბით უკვე გაყიდვაშია. ფირფიტა მუსიკოსის სიმღერების ნაკრებ ალბომს წარმოადგენს და იგი გასულ წელს ”Abbey Road Studios”-ში ჩაიწერა. აღნიშნული ალბომი მომღერლის 25 წლიანი სოლო კარიერისადმი გახლავთ მიძღვნილი.
ახალი ნამუშევრის მოსმენას 29 ოქტომბრიდან დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაც შეძლებს. ”The Abbey Road Sessions”-ის სტანდარტულ ვერსიაში 16 სიმღერა იქნება, ხოლო იაპონური გამოშვებისთვის ბონუს თრექის სახით შესული იქნება "In My Arms", რომელიც 2008 წელს გამოვიდა. ასევე ალბომში შევა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: "Where the Wild Roses Grow", "Can't Get You Out of My Head", "Come Into My World" და "All the Lovers".
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალი ალბომიდან მეორე სინგლი "On a Night Like This" იქნება, რომლის რელიზის თარიღადაც 17 დეკემბერი სახელდება.