საშიში ისტორიები...! - 26 ოქტომბერში 2012 - Teenage Dreams ♥


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა


საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ძიება <3

<3
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ დღეს მოგვინახულეს ] -->

BEST

Online Game :D

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 26 » საშიში ისტორიები...!
8:34 PM
საშიში ისტორიები...!

ბებიას სახლი

- ერთხელ დასასვენებლად ბებიასთან წავედი ერთი თვით. მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი. მომწონდა ბებიასთან ურთიერთობა, მომწონდა როგორ ვატარებდით ერთად დროს.
ერთხელ ღამით, როდესაც ბებია და ძია დასაძინებლად წავიდნენ, გადავწყვიტე დაძინებამდე ტელევიზორისთვის მეყურებინა და რაღაც საშიშ სერიალს გადავაწყდი, ვიღაც სწავლულზე, რომელიც ზღვის ურჩხულზე ნადირობდა. მსგავსი საშინელებათა ფილმები ძალიან მიყვარდა, ამიტომაც, გადავწყვიტე ყოველთვის მეყურებინა ამ სერიალისთვის. ის გვიან ღამით გადიოდა ხოლმე, როდესაც ყველას ეძინა. მე კი ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი.
ერთხელ, ტელევიზორის ყურების დროს, კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. მოვბრუნდი მაგრამ კართან ვერავინ დავინახე (მინის კარი იყო). ავდექი და სამზარეულოში გავედი, მაგრამ არც იქ ყოფილა ვინმე. შემდეგ ბებიას ოთახში ანთებული შუქი დავინახე, თურმე არ ეძინა და გაზეთს კითხულობდა. მასთან მივირბინე და ყველაფერი მოვუყევი. თუმცა მას არ შეშინებია, რადგან ჩათვალა, რომ ბიძაჩემმა დააკაკუნა. მეც დავმშვიდდი.
დილით ბიძაჩემს ვკითხე, ღამით სასტუმრო ოთახის კარზე შენ დააკაკუნე მეთქი? მაგრამ მან მითხრა, რომ იმ დროისთვის უკვე ეძინა… ამის მერე ღამით მარტო დარჩენას და იმ სერიალის ყურებას ვერიდებოდი…
კაკუნის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, არაფერი განსაკუთრებული აღარ შემინიშნავს და დამავიწყდა კიდეც ის შემთხვევა.
ერთხელ მე და ბებია მის ოთახში ვისხედით და ვკითხულობდით… გვიანი იყო, მაგრამ ბიძაჩემი სახლში არ იყო და მის მოსვლას ველოდებოდით. ჩემი სავარძელი ისე იდგა, რომ პირდაპირ ვხედავდი სამზარეულოს. უცებ შევნიშნე, რომ ლამფის შუქმა შესამჩნევად დაიწყო ციმციმი. ჩავთვალე, რომ მომეჩვენა და კითხვა განვაგრძე. ცოტა ხანში იგივე განმეორდა, ამჯერად ნაბიჯების ხმა და ფეხების ბაკუნიც მოჰყვა. ეს ხმა ბებიამაც გაიგონა, მაგრამ ჩათვალა, რომ ძია დაბრუნდა სახლში. მე ვიცოდი, რომ სახლში არავინ შემოსულა, თუმცა ბებია აღარ შევაშინე.
უცნაური მოვლენები ყოველღიურად გრძელდებოდა. მესმოდა იგივე ნაბიჯების ხმა, შუქი თავისით ირთვებოდა და ითიშებოდა, მაგრამ რატომღაც შიშის გრძნობა გამიქრა და ყურადღებას აღარ ვაქცევდი…
გავიდა რამდენიმე წელი… ერთხელ ბიძაჩემს გამგზავრება დასჭირდა და ბებია მარტო დარჩა. იგი წუხდა, რომ ღამით ვიღაც სახლში დადიოდა და ტაშს უკრავდა. ამის გამო ვერ იძინებდა, რადგან ძალიან ეშინოდა.
ბებიაჩემის სახლი "მკვდარია”. ყვავილები არ ხარობენ, ცხოველები გარბიან, მეზობლებში კი სახლში შესვლის სურვილიც არ აქვთ. მე თვითონაც თავს ვარიდებ ბებიასთან წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს იგი.
არ ვიცი, ცხოვრობდა თუ არა ვინმე იმ მიწაზე მანამდე, მაგრამ ამ სახლში სხვას არავის უცხოვრია, რადგან იგი ბებიაჩემმა ააშენა საკუთარი ხელებით. სახლში ყოფნის დროს, იქედან გამოქცევის სურვილი გიჩნდება… ცოტა ხნის წინ სახლი ვაკურთხებინე, მაგრამ სიტუაციას გაუმჯობესებისა არაფერი ეტყობა…


სტუმარი ტყიდან

– ბიძაჩემის სახლი ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას დგას. თვითონ ძია ახალგაზრდობაში მეტყევე გახლდათ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება.
ერთხელ ტყეში სიარულის დროს, იგრძნო, რომ უკან რაღაც მიყვებოდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა და ყურადღებაც აღარ მიუქცევია.
ღამით ძია იმ ქოხში იძინებდა, რომელიც ტყეში აეშენებინა. იმ ღამესაც ქოხში დარჩა და იგრძნო, რომ ძილში რაღაც ახრჩობდა. გაღვიძებულმა დაინახა, რომ ეს "რაღაც” სილუეტი იყო…
იმ ღამით კი დაანება თავი სილუეტმა ბიძაჩემს, მაგრამ მეორე დღეს, სახლში გამოყვა და ღამითაც იგივე განმეორდა. რადგან ზაფხული იყო, ძია საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა ( :wtf: ) ყოველ ღამით სახლში ერთიდაიგივე მეორდებოდა – იღებოდა შემოსასვლელი კარი, შემდეგ კორიდორში ისმოდა ნაბიჯების ხმა, მიდიოდა იმ ოთახისკენ, სადაც ძიას ეძინა, შედიოდა ეს "რაღაც” და ხრჩობას უწყებდა. ბიძაჩემის ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, მაგრამ ვერაფერს აწყობდა…
ცოტა ხანში ძიამ ცოლი მოიყვანა და რაღაც დროის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ის "რაღაც” მარტო ბიძაჩემს არ ერჩოდა, რადგან ყველას იგივე ემართებოდა, ვინც საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა… სხვა ოთახების მკვიდრთ სიმშვიდე არ ერღვეოდათ :armjera:
ამის გამო, იმ ოთახში ძილს ყველა ერიდებოდა.
ერთ ოთახში ეძინათ ბიძას, ბიცოლას და ჩემს ბიძაშვილს. ამ უკანასკნელის საწოლი ოთახის მეორე ბოლოში იდგა… ერთ ღამეს, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვნენ, ბავშვის საწოლზე საბანი გადაიწია, საწოლიდან ვიღაც წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მშობლებმა იფიქრეს რომ ბავშვი ტუალეტში გავიდა და ყურადღებაც არ მიუქცევიათ, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ, შეეშინდათ, ამდენ ხანს ბავშვი სად არისო. ადგნენ, რომ ოთახიდან გასულიყვნენ და როდესაც შუქი აანთეს, დაინახეს, რომ ბავშვი თავის საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა… ვინ ადგა მისი საწოლიდან და გავიდა, უცნობია…

მეთამაშე

ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს…
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო…
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი…
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : "ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! "… "მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია :( ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა :vaime:
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა…
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო…
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა…


გთხოვთ დააკომენტარეთ... 3 კომენტარზე კიდევ დავდებ!!!

კატეგორია: სხვა | ნანახია: 673 | დაამატა: Mikk♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
( Smiley Smiley ) Smiley♥
vici eseniii kikiki ide dade mizidavs aseti ragaceebi ♥
(პასუხი)
( ">Dianna Dobrev Somerhalder ♥ ) avbvbvb
Meshiniiia Agarr Dadoo..:Xx!!!
(პასუხი)
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
გამარჯობა: სტუმარი
სტუმარი



ჯგუფი: სტუმარი

[ პროფილის მართვა ]

ტოპ 5
avbvbvb
სიახლები: 223
კომენტარები: 514

Smiley♥
სიახლები: 161
კომენტარები: 29

Elle
სიახლები: 142
კომენტარები: 127

Mikk♥
სიახლები: 127
კომენტარები: 248

Elene♥Alone
სიახლები: 79
კომენტარები: 131


Categories
News [129]
ვარსკვლავები [98]
Books [41]
Music [7]
ვიდეო/კლიპები [18]
Lyrics [2]
ხელოვნება [6]
ანიმაციები [50]
ფოტო ART [162]
აიკონები [43]
სხვა [48]
ფილმები [23]
სასაც../საინტ.. [17]
ჩემი შემოქმედება [26]
ონლაინ [0]
სერიალები [1]
სტატუსები [5]
კონკურსი !! [40]
TeenageDreams.My1.Ru ♥ [10]
Fashion [8]
ბიოგრაფიები [31]
დაბ.დღეები ♥ [12]
სპორტი [22]
ჭორიკანა !! [0]

TOP NEWS (TOP 15)
♔Iphone♔
ნანახია: 4440
კომენტარები: 2
ასტრიდ ლინდგრენი..
ნანახია: 3139
კომენტარები: 2
Danielle Campbell
ნანახია: 3121
კომენტარები: 2
თოვლი მოსულა..და კარს შემოაღებს ახალი წელი მალე .. =დ
ნანახია: 2748
კომენტარები: 2
Mia Talerico Gifs!
ნანახია: 2676
კომენტარები: 0
რაპუნცელი ♥
ნანახია: 2413
კომენტარები: 1
✰Marant✰
ნანახია: 2307
კომენტარები: 2
ინფორმაცია ვამპირებზე !!!
ნანახია: 2089
კომენტარები: 2
რუსკა მაყაშვილი და ოთო ფოლადაშვილი ♥
ნანახია: 1859
კომენტარები: 2
გომესის გარდერობი..)
ნანახია: 1792
კომენტარები: 1

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz