სერხიომ 14 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში. ის თავდაპირველად სევილიის საფეხბურთო აკადემიაში შევიდა. ადრეულ ასაკში მან თავისი მონაცემებით გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები.ყველანი იძახდნენ რომ მას დიდი მომავალი ჰქონდა.2002 წელს ის უკვე გადაიყვანეს ”სევილია ბ_ში,” სადაც ითამაშა 1 წელი.ამ ხნის განმავლობაში მან ჩაატარა 26 შეხვედრა და 1 გოლიც ჩაიწერა აქტივში.რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიის მთავარი გუნდის ბოსების ყურადღება, ამიტომაც ის უკვე შემდეგ სეზონში გამოიძახეს ადგილობრივი კლუბის ძირითად შემადგენლობაში.2003 წელს მისი დებიუტი შედგა ლა ლიგაზე, სერხიომ 2 წლის განმავლობაში ითამაშა სევილიაში, სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა (ალბათ ყველას გახსოვთ მისი გოლი მადრიდის რეალის კარში).პირველ გუნდში თამაშისას სერხიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო.ევროპული გრანდების სკაუტები უკვე თვალყურს ადევნებდნენ მის თამაშს, რა თქმა უნდა არცერთი გუნდი არ იტყოდი უარს რამოსის გადაბირებაზე. რამოსმა მადრიდელების ყურადღებაც მიიპყრო.2005 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბმა ის 27 მილიონად შეიძინა.ამ ტრანსფერში რეალს ერთი უპირატესობა ჰქონდა.იმ დროისათვის სერხიო აცხადებდა, რომ რეალი მისი ოცნების კლუბი იყო.სამეფო კლუბში მას 4 ნომრიანი მაისური მისცეს.ის დიდი ფერნანდო იეროს ღირსეული შემცვლელია. რამოსმა ამ ხნის განმავლობაში მადრიდისტების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. სერხიო რეალში თავდაპირველად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ შემდეგ, მას პოზიცია შეუცვალეს და ახლა განაპირა მცველია. მას გულშემატკივრებმა გოლეადორი მცველიც კი უწოდეს.
|