მომღერალ შაკირას და მის საყვარელს, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს ვაჟი შეეძინათ.
შაკირამ 22 იანვარს ბარსელონაში იმშობიარა. მილან პიკე მებარაკი
წყვილისთვის პირველი შვილია.
როგორც ესპანური ჟურნალი La Razon
წერს, შაკირას კატეგორიული მოთხოვნით, სამშობიარო ბლოკში მხოლოდ ქალბატონი
გინეკოლოგებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობდა. ყველა ექიმის ვინაობა
კონფიდენციალურია.
მშობიარობამდე 35 წლის მომღერალი თითქმის
ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ "მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მოვლენა ჟერარის გაცნობა იყო, ახლა კი ეს პატივი ბავშვს ერგება".
35 წლის მომღერალი და 25 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. აპირებს თუ არა წყვილი დაქორწინებას, უცნობია.