ამბობენ, ცოლი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს დაბრკოლებასო. თუმცა აი შვილი უკვე სხვა საქმეა. ჰოდა, Gerard Pique-ს თაყვანისმცემლები საბოლოოდ უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი კუმირი ოცნებებშიც ვეღარ იქნება მათთან. ამის მიზეზი ის არის, რომ 27 დეკემბერს, ფეხბურთელს ბიჭი შეეძინა. ამ უკანასკნელის დედა კი, როგორც იცით, მომღერალი Shakira გახლავთ. ახალშობილის სახელი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მას ბილი დაარქვეს. მისი დაბადებით გახარებულმა მამიკომ თავისი ბედნიერება ხალხს , ისევ და ისევ, Twitter-ის საშუალებით გაუზიარა. მოკლედ, რა მნიშვნელბა აქვს რა ქვია. მთავარია, რომ ბავშვიც და მშობლებიც თავს კარგად გრძნობენ და ჩვენ ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ და ბედნიერება ვუსურვოთ წყვილს.
|