ანა სელეზნევა ბლუმარინის გაზაფხული_ზაფხულის სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიაში.
ფოტოგრაფი:Camilla Akrans
მე მომეწონა ეს სურათები, ვფიქრობ კარგი ფოტოსესია გამოვიდა. ახლა შემდეგი ნიუსი
მსახიობი მეგან ფოქსი გვევლინება ჟურნალ Esquire-ს 2013 წლის თებერვლის ნომერში.
სექსუალურ ფოტოსესიასთან ერთად გთავაზობთ 26 წლის მეგანის ინტერვიუს.
მერლინ მონროს ტატუს მოცილების შესახებ:
‘მერლინის ცხოვრების შესახებ სტატიების კითხვა დავიწყე და მიხვდი, რომ მისი ცხოვრება საოცრად რთული იყო. აქედან გამომდინარე, არ მსურს საკუთარი ცხოვრებისთვის აღვიბეჭდო მსგავსი ნეგატიური რამ. ის დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც დღესდღეობით ლინდსი ლოანი. ის იყო მსახიობი, რომელიც არ იყო სანდო. მას ჰქონდა საოცარი პოტენციალი, რომელიც ტყუილუბრალოდ გაფლანდა. სწორედ ამიტომ, მე არ ვარ დაინტერესებული მსგავსი ადამიანის ნაკვალევს გავყვე.’
დიდების ნეგატიური ასპექტების შესახებ:
‘ხალხი ფიქრობს, რომ რადგან დიდ სახლში ცხოვრობ და ხარ უბრალოდ ცნობილი ადამიანი არ გაქვს რამეზე წუწუნის უფლება. შენი ცხოვრება აუცილებლად უნდა იყოს იდეალური. ადამიანები რასაც ვერ ხვდებიან არის ის, რომ დიდებას მოაქვს ყველაზე დიდი დამცირება მთელი მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანს შორის.’
ეკლესიაში სიარულსა და მშვიდად ცხოვრების შესახებ:
‘ატანა არ მაქვს დამამშვიდებელი აბების. არ მიყვარს როდესაც უკონტროლოდ ვარ, შესაბამისად არ ვსვამ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა იფიქროთ თუ რატომ დავდივარ ეკლესიაში და ვლოცულობ? ეს იმიტომ, რომ ეკლესიაში თავს დაცულად ვგრძნობ. გამზარდეს იმის ცოდნაში, რომ დაცულად მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნები თუ ღმერთს ებარები. ხოლო როდესაც, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვარ, მე დაუცველი ვხდები.’
მეგანი ძალიან მიყვარს ♥ ეს ფოტოსესიაც მომეწონა მხოლოდ მაკიაჟი არ მომეწონა....
ახლა შემდეგი ნიუსი
რიანა ჟურნალ Complex-ის თებერვალი/მარტის 2013 წლის ნომრისთვის
რიანას ფოტოსესია ჟურნალ Complex-ის თებერვალი/მარტის ნომრისთვის. 24 წლის, მომღერალმა,
რომლისთვის 2012 წელი ყველაზე წარმატებული წელი აღმოჩნდა კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში ფოტოსესიასთან ერთად ჟურნალთან ისაუბრა თავის შეხედულებებსა და შემოქმედებაზე, თუმცა პირადულზე საუბარს თავი აარიდა, რაც რა თქმა უნდა კრის ბრაუნთან განახლებულ ურთიერთობას ეხება.
ინსტაგრამზე მის მიერ ატვირთული ფოტოების შესახებ:
‘შეიძლება ცოტა ნარცისული საქციელი იყოს საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღება, მაგრამ მერე რაა, ყველა აკეთებს ამას. მე ვცდილობ დავიჭირო ხასიათი თითოეულ სურათში. სწორედ ამიტომ უღებენ ადამინები ფოტოებს საკუთარ თავს. სხვისთვის ძნელია შენი ხასიათი დაიჭიროს, ხოლო პირადად შენთვის კი მარტივი.’
ალბომ Unapologetic-ის შესახებ:
‘როდესაც ამ ალბომზე ვმუშაობდი ჩემი მიზანი იყო ყველაფერი რეალურის თავმოყრა მასში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც მასშია ნამდვილია. სწორედ ამიტომ ჰქვია ალბომს Unapologetic-ი.’
თავისი ახალი ჰიტის ‘Diamonds’-ის შესახებ:
‘ეს ყველაზე შთამაგონებელი რამაა. მან მე იმედი ჩამისახა. დაღლილი ვიყავი გაბრაზებული სასიყვარულო სიმღერების შესრულებით, მაგრამ სიყვარული ყოველთვის დაშორებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს.’
საოცრად მომეწონა ეს ფოტოსესია ♥
ახლა გადავიდეთ სხვა ამბებზე...
დღეს სხვა ამბების მთავარი თემა გახლავთ-თმის ვარცხნილობები
ამ პოსტში შემოგთავაზებთ თუ როგორ უნდა გაკეთდეს თმის ლამაზი ვარცხნილობები, რომლებიც არის ძალიან მარტივი და სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიიღოთ ეფექტური შედეგი
სხვა ამბები დასრულდა. ახლა გადავდივართ სტუმარზე!
დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ
ჯესი ჯეი! მივესალმოთ!
-გამარჯობა ჯესი!
-გამარჯობა!
-მიხარია რომ გვეწვიეთ!
-მეც ძალიან მიხარია
-კარგი მოდი შენს ბავშვობაზე ვისაუბროთ.
-მძიმე ბავშვობა მქონდა. სკოლაში ჩემთან არავინ არ მეგობრობდა. ყველა უცხოპლანეტელს მეძახდა...
-ვიცი მძიმეა შენთვის ეს საკითხი, ამიტომ მოდი შენს ოჯახზე გადავიდეთ, რას მეტყვი ოჯახზე?
-ჩემი მშობლები ძალიან მიყვარს, მყავს ორი უფროსი და. ძალიან მიყვარს ყველა ჩემი ნათესევი , ასევე ვგიჟდები ჩემს ფანებზე ისინიც ისე მიყვარს როგორც ჩემი ოჯახი ♥
-კარგი, კარიერაზე რას გვეტყვი?
-სანამ მომღერალი გავხდებოდი ვიყავი კომპოზიტორი, ასევე სიმღერა Party in the USA მაილის მე დავუწერე.
-ძალიან ნიჭიერი ხარ და ამიტომაც გაფასებთ ♥
-არ მიყვარს თავის ქება ;დ
-გავიგე სიურპრიზი გაქვს ჩვენთვის...
-დიახ მაქვს. და ეხლა შეგისრულებთ სიმღერას ”Mamma Knows Best"
-აბლოდისმენტებით შევაგებოთ ჯესი ჯეიიი!
-ბრავოო!! ჩვენი სტუმარი იყო ჯესი ჯეი! გავაცილოთ!
და ახლა ჩვენი ბოლო რუბრიკის დროა. ამინდის პროგნოზი:
ხვალ ხუთშაბათს იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ტემპერატურა იქნება 1 გრადუსიდან 9 გრადუსამდე
პარასკევს დღე იქნება მზიანი. ტემპერატურა 1 გრადუსიდან 11 გრადუსამდე.
შაბათს ამინდი იქნება უმეტესად მზიანი. ტემპერატურა მიაღწევს 2 გრადუსიდან 11 გრადუსამდე.
კვირას ამინდი იქნება უმეტესად ღრუბლიანი. ტემპერატურა კი მიაღწევს 3 გრადუსიდან 12 გრადუსამდე
და ბოლოს, ორშაბათს ამინდი იქნება უმეტესად მზიანი ხოლო ტემპერატურა მიაღწევს 2 გრადუსიდან 11 გრადუსამდე.
დღევანდელი შოუ დასრულდა. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული დღე! ნახვამდის ♥
წყარო(ნიუსების):angel.ge