1. - ის უხერხული მომენტი, როცა მეგობრებთან ერთად ხარ და დედაშენი ყოველ 5 წუთში გირეკავს.
2. - ის უხერხული მომენტი, როცა ნივთს ვინმეს ესვრი და იმას არ ხვდება ვისაც დაუმიზნე ან საერთოდ მასწავლებელს ხვდება.
3. - ის უხერხული მომენტი როცა მასწავლებელი რაღაცას ხსნის და შენ მოგშტერებია.
4. - ის უხერხული მომენტი როცა კლასში მარტო შენ არ გიწერია დავალება.
5. ის უხერხული მომენტი როცა შენს ნათქვამზე არავის ეცინება.
6. - ის უხერხული მომენტი როცა იმას აფუჭებ რაც შენი არ არის.
7. - ის საშინელი მომენტი როცა კომპიუტერს ჩართავ და ინტერნეტი არ არის.
8. - ის უხერხული მომენტი როცა მასწავლებელი მხოლოდ მაშინ გიზახებს, როცა გაკვეთილი არ იცი.
9. - ის უხერხული მომენტი როცა ტყუილში გამოგიჭერენ.
10. ის უხერხული მომენტი როცა მოკლე კაბა გაცვია, უცებ ქარი დაუბერავს და გვერდით ბიჭები დგანან.
11. ის უხერხული მომენტი როცა მასწავლებელი შენი კლასელების თანდასწრებით შეურაცხყოფას გაყენებს.
12.
ის უხერხული მომენტი როცა მუსიკა ბოლო ხმაზე გაქვს აწეული, დაიწყებ
შენთვის სიმღერას და უცებ აღმოაჩენ რომ ოთახში შენი ნათესავები სხედან.
13. პარკში მიდიხარ, ჭკუაზე არ ხარ ბიჭებს ეპრანჭები, რომლებიც თვალს გაყოლებენ და უცებ სტოლბას ასკდები.
14. როცა სამნი დგახართ, ის ორი ყურში ეჩურჩულებიან ერთმანეთს რაღაცას და შენ გგონია რომ ეს შენ გეხება.
15. როცა ვინმეს მიესალმები და მას არც კი ესმის შენი სალამი.
16. როცა 2 საათი ემზადები, რომ სადღაც წახვიდე და განსაკუთრებული იყო და ამ დროს გეუბნებიან რომ საშინლად გამოიყურები.
17. როცა ვიღაც გელაპარაკება, მისი ლამარაკი არ გესმის და სულელივით უქნევ თავს, არადა ამ დროს რაღაცას გეკითხება.
ალბათ
ყველას გვქონია მომენტები, როდესაც გავწითლებულვართ, შეგვრცხვენია, თუმცა
იმ წამს არ ვიმჩნევთ. არა და მოვალთ სახლში და მთელი დღე ჩაგვშხამებია იმის
ფიქრში, თუ რას იფიქრებდა შენზე ესა თუ ის პიროვნება. ეს არის მომენტები
რომელიც მე და ალბათ თქვენც გადაგხდენიათ. ეხლა ღიმილით იხსენებთ, თუმცა
არამგონია მაშინ გაგცინებოდათ. ))